LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის ჯაზფესტივალის აბონემენტებისა და ბილეთების გაყიდვა დაიწყო!..

96

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზფესტივალს  „თიბისი სტატუსი“ და კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“ წარმოგიდგენთ.

დღეიდან შავი ზღვის ჯაზფესტივალის აბონიმენტებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ე.წ. დღიური ბილეთების (Day Tickets) გაყიდვა დაიწყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს.

დღიური ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია“ რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters”. შავი ზღვის ჯაზფესტივალში წელს მონაწილეობენ: ჯგუფი “Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი ვაიკლიფ ჯინი, R+R=NOW – რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ “Mop Mop”.

ფესტივალი 19 ივლისს, „Black Sea Arena”-ზე როკის ლეგენდა რობერტ პლანტისა და “Sensational Space Shifters”-ის კონცერტით გაიხსნება. 20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები კი, ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა:

19.07.2018 – Black Sea Arena –  რობერტ პლანტი და „Sensational Space Shifters”

20.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – TromboneShorty და Orleans Avenue

20.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – DJ LO Loretta Brown Aka Erykah Badu

21.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – ვაიკლიფ ჯინი

22.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – ბენდი R+R Now – რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაკფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g