LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხეში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს

173
ტომოგრაფიის აპარტი

გლდანის ციხეში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, ე.წ კატე რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო და ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო ადასტურებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი ტომოგრაფიის აპარატი დატოვეს, ხოლო გლდანის ციხის საავადმყოფოში კი, კლინიკიდან ძველი „კატეს“ აპარატი წაიღეს.

„დამონტაჟება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. პირველ რიგში კი, ეს ეხება ოთახის მომზადებას რადიაციული უსაფრთხოების მიზნებისთვის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ახლა უკვე აპარატის მონტაჟის პროცესიც დაიწყება, რასაც ასევე გარკვეული დრო, ვფიქრობ რამდენიმე დღე დასჭირდება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით კი, მას თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გაარკვია, რომ ციხის საავადმყოფოს რესპუბლიკურმა კლინიკამ ტომოგრაფიის ძველი აპარატი დროებით ათხოვა.

„შესაძლოა ჰოსპიტალში ვერ მიიღეს გადაწყვეტილება და იმ მომენტისთვის საქმის კურსში არ ვიყავი, თუმცა, გავარკვიე, რომ ჩვენგან ძველი აპარატი წაიღეს, თურმე ვათხოვეთ,“ – განუცხადა ტვ „პირველს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, გუშინ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, მალევე გავრცელდა კადრები, თუ როგორ გადააქვს გადამზიდ მანქანას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი.

magti 5g