LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მექანიზატორმა“ ტექნიკის გასხვისება დაიწყო

824

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორმა“ ტექნიკის გასხვისება დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასასხვისებელი ტექნიკა 300 ერთეულ ტრაქტორსა და 1000 ერთეულამდე მისაბმელს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკა ეტაპობრივად ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გაიყიდება. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.eauction.ge აუქციონის ნომრით 69185.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g