LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი თრეილერი გავრცელდა – ინტერნეტსივრცეში კრისტინ დევისის რადიკალურად შეცვლილ სახეს განიხილავენ

519
page

ცოტა ხნის წინ, საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი თრეილერი გავრცელდა. დიდი დაბრუნება 9 დეკემბერს შედგება, მანამდე კი ახალი სეზონის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

https://www.youtube.com/watch?v=KNLwEjJPbcs

აღსანიშნავია, რომ ახლახან სარა ჯესიკა პარკერმა „ვოგის“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც წლებთან ერთად შეცვლილი გარეგნობისა და საზოგადოების კრიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით,  სერიალის მსახიობებმა საზოგადოების ნაწილისგან უამრავი უარყოფითი შეფასება მიიღეს იმის გამო, რომ  მათი გარეგნობა დროსთან ერთად საგრძნობლად შეიცვალა. პარკერი აცხადებს, რომ ბუნებრივი დაბერების პროცესს ანიჭებს უპირატესობას და ინექციურ კოსმეტოლოგიას არ ცნობს.

„ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი არც მაქვს, და როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ – სარა ჯესიკა პარკერი გულწრფელი ინტერვიუ

თუმცა, როგორც ჩანს, შარლოტას როლის შემსრულებელი, კრისტინ დევისი სხვაგვარად ფიქრობს. ახალ თრეილერში ის საგრძნობლადაა შეცვლილი, ფაქტია, მსახიობს ინექციური კოსმეტოლოგიის გადაჭარბებული დოზა მოუვიდა. მას ფილერი აქვს გამოყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები