რუსთავის ახლადარჩეული საკრებულოს ექვსმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.
დეპუტატების განცხადებით, შიმშილობა გაგრძელდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკრებულოს უფლებამოსილება ჯერ არ არის ცნობილი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ენმ-ს 9 დეპუტატმა. მანამდე შიმშილობის აქცია დაიწყო დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ. ის მე-13 დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.