ამ წუთებში “გირჩის” ოფისში ყრილობა არაფორმალურ გარემოში იმართება.
დღეს პოლიტიკური ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს შემადგენლობასა და საერვიზიო კომისიას აირჩევენ.
ოფისის ეზოში “გირჩის” მხარდამჭერები მუსიკის ფონზე მწვადებს წვავენ.
“თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს”, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.