ცნობილ მხატვარს, რუსუდან ფეტვიაშვილს მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცალა. ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, დეპრესიაში რომ არ ჩავარდნილიყო:
„ვინმე ძალიან რომ მოგენატრება, ისიც იფიქრე, რომ ბოლოს მაინც ერთად იქნებით და ეს აადვილებს ძვირფასი ადამიანის სიშორეს… საყვარელ ადამიანს თუ რამ საქმე დარჩა გასაკეთებელი, ის უნდა აკეთო, რაც შენც წაგადგება… თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, შესასრულებლად – ურთულესი. მეც ძალიან მიჭირდა და ბევრი რამის გადალახვა მომიხდა, დეპრესიაში რომ არ ჩავვარდნილიყავი. მაგრამ იცოდეთ, ადამიანი თუ მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია!..“