LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს – ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო მის გამო შეწყვეტდა შიმშილობას: მამუკა მდინარაძე

75
BeFunky-collage (3)

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო აღელვებს.

“რეალურად მგონია, რომ გაცილებით ცუდად არის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავს კარგად გრძნობს” – აცხადებს მდინარაძე.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, სააკაშვილისა და ხოშტარიას შიმშილობას შორის განსხვავება ცასა და დედამიწას შორის მსგავსია.

გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს. რეალურად მგონია, რომ მართლა გაცილებით უფრო ცუდად არის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავს კარგად გრძნობს, როგორც ჩანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილისა და ხოშტარიას შიმშილობას შორის განსხვავება ცასა და დედამიწას შორის მსგავსია.

“როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე შევეცდები ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ერთი წამით, ამ ინტერვიუს მიცემის დროს – რაც ვნახე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილი, როგორ იქცეოდა და როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი იმ კადრებში, არავის რომ არ მოგვეწონა მაინცდამაინც სხვადასხვა მიზეზებით და რაც ვნახე გუშინ, როდესაც მივედით და ელენე ხოშტარია მოვინახულეთ 15 დღის შემდეგ – აი, ცასა და დედამიწას შორის როგორი სხვაობა, სიშორე და განსხვავებაა, ისე არის. ” – აცხადებს მდინარაძე

მისი თქმით, „ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო ხოშტარიასთვის შეწყვეტდა შიმშილობას“.

 

magti 5g