LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს

82

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ჰონგ კონგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და “სარტყლისა და გზის სამიტის“ მუშაობაში მონაწილეობს, ხვალ „ჰონგ კონგ ჩინეთთან“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერს ხელს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე, სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გენადი არველაძის მოხსენებით გამოსვლა “სარტყლისა და გზის სამიტზე“, ასევე, ორმხრივი შეხვედრა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან ედვარდ იაო თენგ-ვასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g