LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება – მეუფე შიო

74

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

„წმინდა სინოდის სხდომაზე წაკითხული იყო მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის პატრიარქის წერილები. წმინდა სინოდის მღვდელმთავრები გაეცნენ ამ წერილებს. თავად მსოფლიო საპატრიარქო როგორც ამბობს, უფრო ღრმად უნდა გაერკვეს ამ პროცესში და მთავარი გზავნილი რაც იყო მათი მხრიდან, უნდა მოხდეს განხეთქილების განკურნება. ჯერ სხვაზე არაფერზე საუბარი არ ყოფილა. უნდა დაველოდოთ, მსოფლიო პატრიარქის წერილი კიდევ იქნება და საქართველოს ეკლესიის პოზიციაც იქნება აუცილებლად,” – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g