LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მოსაწვევი მივიღეთ ბაიდენისგან – ქვეყნის სახელით დემოკრატიის სამიტზე მონაწილეობას, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს

364
ღარიბაშვილი და სალომე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დემოკრატიის სამიტზე საქართველომ ოფიციალური მოსაწვევი მიიღო და მათ შორის, მოსაწვევი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზეცაა. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს სახელით, სამიტში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

„ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს ბატონი დავით ზალკალიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში.

„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.

ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

magti 5g