LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

73

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში,  ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების – ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოწყდა და ერთ-ერთ მუშას – 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. ის მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g