უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძე არ იზიარებს მოსაზრებას სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ.
როგორც მან, პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა, მუდმივად ისმის გავლენიანი ჯგუფის არსებობა, მხოლოდ განმარტებებით.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს უსმენენ„ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებებზე მითითება, სახელების გარდა რაში გამოიხატება, ვერ ვნახე. „კლანის“ ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი, რომელიც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს მართლაც ასეა, მე ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე“, – განაცხადა მაკარიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ლევან იოსელიანის კითხვის საპასუხოდ.
ლევან იოსელიანის თქმით, იგი მხარს არ დაუჭერს უზენაეს სასამართლოში გენადი მაკარიძის უვადო მოსამართლედ არჩევას.
28 წლამდე იყავით დაკავებული სოფლის მეურნეობით, მერე მუშაობას იწყებთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა – ეს ცოტა უცნაურია: ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს
არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსების, მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“. კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს – მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს, რომლებიც „კლანის“ არსებობს უარყოფენ.
ფრიდონ ინჯიას კითხვა მოსამართლეობის კანდიდატს: თქვენ 3 შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეთ?