LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრანსგენდერის როლი არ უნდა შემესრულებინა“ – ედი რედმეინი სკანდალური ფილმის „დანიელი გოგო“ შესახებ ალაპარაკდა

4028
page

2015 წელს, სკანდალური ფილმი „დანიელი გოგო“ გამოვიდა. მთავარი როლი ბრიტანელმა მსახიობმა, ედი რედმეინმა შეასრულა. მან ტრანსგენდერის როლი მორგო, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

ახლახან ოსკაროსანმა მსახიობმა The Sunday Times-თან სწორედ აღნიშნულ ფილმზე ისაუბრა, ის თვლის, რომ ტრანსგენდერის როლის შესრულბა დიდი შეცდომა იყო.

„არა, ახლა ამ როლს არ შევასრულებდი, ამ ფილმზე მართლაც დიდი ენთუზიაზმით ვიმუშავე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო,  ტრანსგენდერის როლი, ტრანსგენდერმა ადამიანმა უნდა შეასრულოს“, – აცხადებს ედი.

ფოტო: ედი რედმეინის იშვიათი გამოჩენა – ვარსკვლავი საყიდლების დროს ნიუ-იორკში გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები