პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს უსმენდნენ.
სხდომაზე ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო პარტია “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც ტრიბუნაზე სარკე დადო და კომიტეტის წევრებს მიმართა:
“შეგიძლია ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავები.”
საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სარკე “ქართული ოცნების ფერია”:
“ოცნების” ფერია, მადლობა. აი ეს არის საკითხისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება. ესენი არიან პოლიტიკოსებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ეთიკურობისგან და კულტურისგან. ეს სარკე გავუგზავნოთ ფრაქცია “ლელოს”, რომ კარგად ჩაიხედონ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, იუსტიციის საბჭო დღეს არალეგიტიმურად მუშაოვს და ამაში მას ხელს უწყობს “ქართული ოცნება”.
“ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლო რეფორმა განხორციელდება”, – თქვა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეჩერებული აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით დასანიშნი 5 კანდიდატის შერჩევა, რადგან ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ხმები არ ჰყოფნის, კონსენსუსის საფუძველზე კანდიდატების შერჩევა კი არ სურს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესი