LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი პროკურორის პოსტზე 15 კანდიდატი იბრძვის

96

მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატია დარეგისტრირებული. კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა ნინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ“, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი – „ევროპულმა საქართველომ“.

საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g