LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ირანელი წყვილი დააკავეს, რომლებიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდნენ

70

ბელგიაში ირანელი წყვილი დააკავეს, რომლებიც საფრანგეთში ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს. პოლიციამ ჩხრეკისას ბომბის დასამზადებელი ნივთიერებები აღმოაჩინა.

„გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დააკავა ამირ ს. და მისი მეუღლე ნასიმეჰ ნ. აღნიშნული პირები ირანული წარმოშობის ბელგიის მოქალაქეები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ ტერორისტული აქტის მომზადება,“ – ნათქვამია ბელგიის პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ტერაქტი 30 ივნისს პარიზში, ირანული ოპოზიციის კონფერენციაზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ კონფერენციას დაახლოებით 25 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g