LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვენსაწური და ბლენდერი – ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტები

1570
მიდეას წვენსაწური და ბლედერი - მთავარი ფოტო

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა ადგილი უჭირავს ჯანსაღ კვებაში ხილსა და ბოსტნეულს და რომ ისინი ორგანიზმისთვის ვიტამინებისა და მინერალების სასიცოცხლო წყაროა. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტები გვაძლევენ ენერგიას და აძლიერებენ ჩვენს იმუნიტეტს, ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობასაც.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის, სულ მცირე, ხუთი ულუფა მივიღოთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტების რამდენიმე სახეობისა და საკმარისი რაოდენობით მიღებას ყოველდღიურად ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს.

სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ წვენსაწურებსა თუ ბლენდერებს. მიზეზი ძალიან მარტივია – ერთ ჭიქა წვენსა თუ სმუზს გაცილებით მეტი ხილისა და ბოსტნეულის დატევა შეუძლია, ვიდრე ამას ჩვენ ვაცნობიერებთ. მათი ამ ფორმით მიღება ნაკლებ ძალისხმევასაც მოითხოვს და არც ულუფების დათვლაში გვიწევს ზედმეტი დროის კარგვა.

ის, თუ რომელი დანადგარის გამოყენება ჯობს კონკრეტულ მომენტში, თქვენს კვებით საჭიროებებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. ამიტომ, შევეცდებით წვენსაწურისა და ბლენდერის უპირატესობები ცალ-ცალკე გაგაცნოთ.

რატომ წვენსაწური?

წვენსაწური ხილისა თუ ბოსტნეულის კანს, რბილობსა და წვენს ერთმანეთისგან აცალკევებს. ვიღებთ წვენს, რომელშიც პროდუქტების ნივთიერებების, დაახლოებით, 70%-ია შენარჩუნებული. მათ ორგანიზმი სწრაფად და მარტივად ითვისებს, მომნელებელ სისტემას კი მისი გადამუშავება აღარ სჭირდება.

ზოგისთვის, ხილისა და ბოსტნეულის ამ ფორმით მიღება უფრო სასიამოვნოა. ის კარგია მაშინაც, როცა გვსურს სხეულის გაწმენდა ან მომნელებელი სისტემის პრობლემა გვაქვს. ამ პროდუქტების ამგვარად მიღებას ურჩევენ მათაც, ვინც ავადაა ან რეაბილიტაციას გადის და იმუნიტეტისთვის თუ სხეულის უჯრედების სწრაფად აღდგენისთვის სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა სჭირდებათ.

რატომ ბლენდერი?

ბლენდერით დამზადებული სმუზში ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ყველა ნივთიერება 100%-ითაა შენარჩუნებული. პროდუქტების წვრილად დაქუცმაცების შედეგად ვიღებთ ბლანტ მასას, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია დავუმატოთ სხვა მასალებიც – ყინული, იოგურტი, თხილეული, სელის, ჩიას თესლი თუ სხვა სუპერფუდები.

სმუზის გადამუშავებასა და მონელებას, წვენისგან განსხვავებით, უფრო დიდი დრო სჭირდება. ის უფრო დიდი ხნით გვიკლავს შიმშილის გრძნობასაც. სხვადასხვა პროდუქტით გამდიდრებული სმუზი, შესაძლოა, ერთი კვების ადეკვატური ალტერნატივაც იყოს.

მიდეას წვენსაწური და ბლენდერი

წვენსაწური და ბლენდერი მაგიურ მანქანებად იქცა მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის სრულყოფილად მიყოლა დაისახა მიზნად. თუმცა, კვების პროცესის გამარტივებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ დანადგარების ხარისხიც. დიდწილად, ამაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად შევინარჩუნებთ წვენებსა თუ სმუზებში ხილსა და ბოსტნეულში შემავალ უნიკალურ ნივთიერებებს.

მიდეას წვენსაწურის გამოყენებისას წვენის მინიმალური დანაკარგი გექნებათ. ამასთან ერთად, მიიღებთ თანაბარ მასას. ის არის მძლავრი მოდელი, რომელიც ერთნაირად წურავს წვენს როგორც რბილი, ისე მაგარი ხილსა და ბოსტნეულისგან. სხვა წვენსაწურებისგან განსხვავებით ის მრავალფუნქციურია – შეძლებთ პროდუქტებისგან დაამზადოთ ფაფისებრი მასაც და ნაყინიც.

მიდეას ბლენდერი კი არ შეიცავს BPA ნივთიერებას. თუკი, არ იცით გეტყვით, რომ ის არის იგივე ბისფენოლ A, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტების დასამზადებლად იყენებენ და მედიკოსები და მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ მის მავნე ზემოქმედებაზე. ამიტომ, მიდეას BPA Free ბლენდერი საკვების მაქსიმალურ სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. მისი მძლავრი ძრავის მეშვეობით კი მას იმდენ ხანს ამუშავებთ, რამდენ ხანსაც მოგესურვებათ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g