LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

95
????????????????????????????????????

ნინო ლომჯარია ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. სახალხო დამცველმა შეხვედრები უკვე გამართა კონგრესსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში.

ომბუდსმენმა ამერიკის კონგრესში, საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მოსმენის გამართვის შესაძლებლობის შესახებ დასვა კითხვა, რაზეც კანონმდებლების მრჩევლებისგან დადებითი პასუხი მიიღო.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საარჩევნო და სასამართლოს რეფორმას, ასევე, რუსული გავლენების გაძლიერების საფრთხეს.

“ვისაუბრე რუსული პროპაგანდის და რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გააქტიურებაზე საქართველოში და რა საფრთხეებს ვხედავთ მათ შორის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური მიმართულებით ამ თვალსაზრისით. სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ამაზეც ჩვენი მოსაზრებები და პოზიციები გავაცანით მათ,” – ამბობს ნინო ლომჯარია.