გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 850 102-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 3 957-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 792 158-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 65 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 12 119 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 41 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 545 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 125-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 51 321, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, PCR ტესტით – 19 134.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,65%
დღიურად აცრილთა რიცხვი 11 999-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.