LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრი კულება: დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და მისთვის მოტივაციის გაქრობას, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი

184
დმიტრი კულება

„დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ პუტინის შეკავებას და მისთვის მოტივაციის გაქრობას, აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, სამხედრო ოპერაცია“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ რიგაში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს.

კულებას განცხადებით, უკრაინა მოკავშირეებს ქვეყნის საზღვრების გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ, უახლეს ინფორმაციას მიაწვდის, ასევე, რუსეთის მცდელობებზე, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია უკრაინაში ქვეყნის შიგნიდან და ზეწოლა მოახდინოს ყველა მიმართულებიდან.

„მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შეუერთდნენ უკრაინას შეკავების პაკეტის მიღებაში, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი არის პოლიტიკური გზავნილი და გულისხმობს მკაფიო კომუნიკაციას რუსეთთან იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება უკრაინაში მის პოტენციურ აგრესიულ ქმედებას მოჰყვეს. მეორე უნდა იყოს ეკონომიკური ზომების პაკეტი.

სანქციები, რომლებსაც დაუწესებენ რუსეთს, თუ ის გადაწყვეტს მოქმედებას ყველაზე უარესი სცენარით და მესამე ელემენტი არის უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. პირველი და მესამე ელემენტი არის ყველაზე მეტად რელევანტური ნატო-სთვის, ალიანსის მანდატის გათვალისწინებით.

დარწმუნებული ვართ, რომ რთული ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, შევძლებთ პრეზიდენტ პუტინის შეკავებას და მისთვის მოტივაციის გაქრობას, რომ აირჩიოს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი, რაც არის სამხედრო ოპერაცია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი მხარდაჭერისთვის

magti 5g