LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმწრით ყიდულობ ბინას, მერე მოდის ვიღაც და გეუბნება, რომ მესაკუთრეა“ – რას ჰყვებიან მოტყუებული მოქალაქეები და რა გამოსავალს გთავაზობთ იურისტი

398
ბინა

ბინის შეძენა ნებისმიერი ჩვენგანისთვის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს არის ნაბიჯი, რომლითაც ახალი ეტაპი იწყება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, ახალი ეტაპი ახალი პრობლემის დასაწყისი გახდეს. ეს დამოკიდებულია, რამდენად ფრთხილები ვიქნებით ბინის ყიდვისას, რა დეტალებს მივაქცევთ ყურადღებას და რა ტიპის დოკუმენტაციას მოვიძიებთ გამყიდველისთვის თანხის გადახდამდე. როგორც გავარკვიეთ, საქართველოში არაერთი შემთხვევაა, როცა მოქალაქე უძრავ ქონებას შეიძენს, ფულს გადაიხდის და მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ ბინას სხვა მესაკუთრე ჰყავს, ან გადახდილ ფულს უძრავი ქონების გამყიდველი იქამდე დახარჯავს, ვიდრე ალტერნატიულ ფართს მოიძიებს და შემდეგ, უსახსროდ დარჩენილი უკვე გაყიდული ბინიდან ვეღარ გადის. რადიო „ფორტუნამ“  კონკრეტული მაგალითები მოიძია, თუმცა ცხადია მათ სახელებს და გვარებს მხოლოდ ინიციალებით მოვნიშნავთ და იურისტის რჩევებსაც გაგიზიარებთ.

 

 

„ფული გადავიხადეთ, მაგრამ ყოფილი მესაკუთრე ბინიდან აღარ მიდიოდა“

 

„ფორტუნა“ ორი მოქალაქის ისტორიას მოგიყვებათ, რომლებმაც ბინა ერთობლივად შეიძინეს, მაგრამ ერთი შეხედვით პატარა შეცდომის გამო, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

დ.ი. : ბინა თბილისში, ახოსპირელის ქუჩაზე შევიძინე პ. ი. -თან ერთად და ამ უძრავ ქონებაში 140 ათასი დოლარი გადავიხადეთ. წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, რომელსაც  იხდიდნენ. ამიტომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხის ნაწილით ვალი დაფარეს, ნაწილით კი, როგორც ვიცოდით, საცხოვრებელი ფართის შეძენას აპირებდნენ. მართალია, ჩვენ არ გვეჩქარებოდა ბინაში გადასვლა, მაგრამ ყოფილმა მესაკუთრემ გვთხოვა გადასვლისთვის 6 თვიანი ვადა მიგვეცა, რაზეც დავთანხმდით. ამის შემდეგ, ოჯახმა კიდევ სამი თვე ითხოვა, რაზეც ასევე დავთანხმდით. საბოლოოდ აღმოჩნდა,რომ ოჯახის ერთმა წევრმა მიღებული თანხა დახარჯა და მათ აღარ ჰქონდათ წასასვლელი. ბინის ყოფილ მესაკუთრეებს ოჯახში ჰყავდათ ორი მძიმედ ავადმყოფი მოხუცი, რომელიც ყველა ჯერზე ითხოვდა ბინის დაცლის გადავადებას. მოკლედ, ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა, ოჯახი ბინის დაცლას არ აპირებდა. ამიტომ უკვე იურისტს მივმართეთ. საბოლოოდ, სასამართლოში გადაინაცვლა საქმემ გამოსახლების მოთხოვნით.

მოგეხსენებათ, საქმის განხილვა ერთ და ორ თვეში არ ხდება, ამიტომ ჩვენ ყოფილ მესაკუთრეებს ნაქირავებ ბინაში გადასვლა შევთავაზეთ. მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ უკვე სარემონტო სამუშაოები უნდა დაგვეწყო, კიდევ უფრო დიდი ხნით დროში გაწელვა კი ფინანსურ ზარალს გამოიწვევდა. დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივიდოდა, ჩვენ რომ ეს საკითხი იურისტთან წინასწარ გაგვევლო“, – ამბობს დაზარალებული.

 

ყველაზე მთავარი, რაც ბინის ყიდვამდე უნდა იცოდეთ

 

ჩვენ ამ საქმის იურისტს – ეკა ლომიძეს დავუკავშირდით. სწორედ მისმა იურიდიულმა კომპანია „სი ელ ესმა“ აიღო აღნიშნული ქეისი. ადვოკატი გვეუბნება, რომ მსგავსი შემთხვევები მის პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია და მოქალაქეებს დიდი სიფრთხილე მართებთ. დავინტერესდით, რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც ბინის შეძენამდე უნდა გავითვალისწინოთ.

„პირველი, რაც ბინის ყიდვის დროს უნდა გავაკეთოთ – ეს არის ინფორმაცია მესაკუთრის შესახებ. ზოგჯერ, შეიძენენ ბინას და მერე ვიღაც ჩივის, მე ვარ მესაკუთრეო, იწყება დავა სასამართლოში და შესაძლოა, ეს ბინა დავის დასრულებამდე სასამართლო დააყადაღოს კიდეც. არადა, ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. აუცილებლად უნდა ვნახოთ ბინის ისტორია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მევახშეების თაღლითური სქემა – როგორ კარგავენ ბინებს მოქალაქეები

სამწუხაროდ, მიღებული პრაქტიკაა - ეუბნებიან კლიენტს, რომ ასეთი ხელშეკრულება უნდა იყოს, სხვაგვარად თანხის გასესხება აკრძალულია და ხალხიც თანხმდება.

გავეცნოთ საბუთებს, ხომ არ ყოფილა დაყადაღებული, დავა რის გამო იყო, დასრულდა თუ არა ეს დავა სასამართლოში, მეპატრონეს დავუსვათ დამატებითი შეკითხვები. აუცილებლად მოვიკითხოთ რაიონის გამგეობაში (თუ ძველი აშენებული ბინაა) ხომ არ არის ავარიულ შენობათა სიაში, დამატებით ბინის სანახავად რომ მივალთ, იქამდე ვიკითხოთ მეზობელი კორპუსის მაცხოვრებლებთან, ხომ არ აქვთ ინფორმაცია, რომ კორპუსს აქვს პრობლემები.

ახალაშენებულ ბინებზე კი ყურადღება მიაქციეთ მერიაში ექსპლუატაციაში მიღებულია თუ არა. ბინის ამონაწერი მოითხოვეთ ახალი, მიმდინარე პერიოდის და იურისტის დახმარებით გადაამოწმეთ რა მდგომარეობაა სამართლებრივად.(მესაკუთრე ხომ არ არის მოვალეთა რეესტრში, საგადასახადო ვალდებულება ხომ არ აკისრია სახელმწიფოს წინაშე და ა.შ)“, – ამბობს ეკა ლომიძე.

რაც შეეხება თანხის გადახდას, იურისტს ამაზეც ვთხოვეთ რჩევები, რადგან შესაძლოა, ყველა საბუთი გადავამოწმოთ, არაფერი იყოს საეჭვო, მაგრამ ზემოთ ხსენებული მაგალითის გათვალისწინებით, შეიძლება პრობლემა მაინც შეგვექმნას.

„სჯობს იმ დღესვე მოახდინოთ გადაფორმება, როცა თანხას გადასცემთ, უმჯობესია თანხა ჩაურიცხოთ. არის შემთხვევები, როცა დანაშაულებრივი გზით ნაყიდი მიწის ნაკვეთის გასხვისება ხდება, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია კეთილსინდისიერ მყიდველს და მისი შეძენილი ნაკვეთი ექცევა ყადაღის ქვეშ. აქ შედარებით რთულად არის საქმე, ვინაიდან გამოძიების დასრულებამდე ხშირ შემთხვევაში წლობით ყადაღა ადევს მიწის ნაკვეთს, ვერ იყენებს მესაკუთრე, ვერც აშენებს, რადგან გაურკვეველია მიწის ნაკვეთის სამომავლო ბედი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია – ნახეთ ზუსტად რას ყიდულობთ,

დააზუსტეთ ბინიდან არსებული ხედის პერსპექტივა - რეკომენდაციები ბინის მყიდველებისთვის

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო კიდევ რამდენიმე ახალ რეკომენდაციას აძლევს. ასოციაციის ცნობით, ბინა სწორად უნდა შეირჩეს, ამისთვის კი რამდენიმე დეტალზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. „რაციონალურად შეარჩიეთ ბინის საერთო ფართი – ნუ იყიდით უზომოდ დიდ ბინას, ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და, ასევე, ოთახების ფართის მოცულობები. […]

ნუ ენდობით სხვა პირებს, შეადარეთ ამონაწერში მითითებული მონაცემები თქვენი თვალით ნანახ მისამართს, სართულს, ფართს, ყოფილა შემთხვევა, რომ სხვა ბინა მიუყიდიათ და იურიდიულად სხვა ბინა გაუფორმებიათ.

შეამოწმეთ, ვინ ცხოვრობს ბინაში, მესაკუთრეა თუ გაქირავებულია, თუ სხვა ცხოვრობს გაიგეთ რა სტატუსი აქვს, რაიმე საბუთს თუ ფლობს, რომ ბინაში კანონიერად იმყოფებოდეს და დააზუსტეთ ბინის მფლობელთან. შესაძლოა გაქირავებულია ბინა და მას ვერ გაიყვანთ მარტივად. ბინის მეპატრონემ ბინა უნდა ჩაგაბაროთ დაცლილი“, – აცხადებს იურისტი.

როგორც ნახეთ, ერთი კონკრეტული ისტორიის გარდა, ადვოკატმა სხვა ტიპის ქეისებზეც ისაუბრა, რაც სავარაუდოდ, წარმოდგენას შეგიქმნიდათ, რა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი იურისტის რჩევების გათვალისწინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g