LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

233
gabunia-07e71

“თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, რომ ამ რეგულაციას თავი დააღწიონ, შედეგს არ უნდა ველოდოთ,”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორისთვის, რაც უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ინფექციის კონტროლის კუთხით, მით კარგი შედეგი დადეგბა.

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ – ასეთია ტრანსპორტი

„ჩვენ შემთხვევაში, როცა პოტენციურ სარგებელზე ვიმსჯელეთ, ასევე სოციალურ მიმღებლობაზე, ყოველ შემთხვევაში, მწვანე პასპორტის ამოქმედება გადაწყდა, რომ ნუ დავაკონკრეტებთ ვადას. ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორისთვის, რაც უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ინფექციის კონტროლის კუთხით, მით მეტ შედეგს ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გადატანილი დაავადების სტატუსი აბსოლუტურად გამორიცხავს ეფექტიანობას მწვანე საშვის ნაწილში, თუნდაც, ვადა დაზუსტებული არ იყოს. ამდენად, რა თქმა უნდა, ესეც პირობითია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს. ყველაზე მეტი რისკი, რომელიც, შესაძლოა, მწვანე საშვს უკავშირდებოდეს, არის არა ის, რომ, რომელიმე კრიტერიუმი შეიძლება ნაკლებად მკაცრი იყოს, არამედ ის, თუ რამდენად ზუსტად და ზედმიწევნით ამოქმედდება მწვანე საშვის მექანიზმი. თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, რომ ამ რეგულაციას თავი დააღწიონ, შედეგს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g