LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი გვახარია: ბევრმა დაწერა განათლების სამინისტრო უხეშად ერეოდა სახელმძღვანელოს შედგენაში… წიგნის ავტორების ეს გამართლება შემზარავია

183
gogigvaxaria2131-2021-04-01-10-24-46-560387

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას.

“საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას გვაზუთხინებდნენ, ახლა მოსწავლეებს ავალდებულებენ ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ” – უდუმაშვილი სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოზე

განათლების სამინისტროს განმარტება ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერებთან დაკავშირებით

აღნიშნულს გოგი გვახარია ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს:

“ბევრმა დაწერა უკვე რომ განათლების სამინისტრო უხეშად ერეოდა სახელმძღვანელოს შედგენაში და ამით ცოტა არ იყოს გაამართლა წიგნის ავტორები.

ეს გამართლება (რომელსაც ყველა მივეჩვიეთ) შემზარავია. კინოცენზურის ისტორიის შესწავლისას ამან გამაოცა სწორედ – ქართველი რეჟისორები ხშირად ღიად აცხადებდნენ, რა ვქნათ, მოსკოვმა დაგვიმახინჯა ფილმი, კომპრომისზე რომ უარი გვეთქვა, თაროზე შემოდებდნენო.

1986 წლის საკონფლიქტო კომისიამ, რომელიც სსრკ კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე შეიქმნა, მუშაობის პირველივე კვირას 68 აკრძალული ფილმი დაასახელა, ანუ ის სურათები, რომლებიც ეკრანებზე არ გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორებმა კუპიურებზე უარი განაცხადეს. ასკოლდოვის “კომისრის” ნეგატივის დაწვაც კი მოინდომეს (როგორც თავის დროზე “ბეჟას მდელოსი”), უბრალოდ რეჟისორმა მოისყიდა კინოფონდის ყარაული და რამდენიმე ბოთლი არყის ფასად გამოიტანა ფირი:)

ამ სიაში ერთი ქართული ფილმიც არაა:(

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g