LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას გვაზუთხინებდნენ, ახლა მოსწავლეებს ავალდებულებენ ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ” – უდუმაშვილი სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოზე

96
ზააალ უდმაშვილი

საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ, ანალოგიურად ავალდებულებენ მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი განათლების იმ მინისტრისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული.

მისივე სიტყვებით, “ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის მცდელობა”. კერძოდ, უდუმაშვილის შეფასებით, წიგნი მოსწავლეებს სთავაზობს ნარატივს, რომ 2008 წელს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, როგორც ამას ამბობდა რამდენიმე თანამდებობის პირი „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში.

„ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის მცდელობა, მასში არის სწორედ ის ნარატივი, რასაც ვისმენთ 2012 წლის შემდეგ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. ეს ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათ შორის, პრეზიდენტისგან, პრემიერ- მინისტრისგან, შემდეგ იყო გადაკეთებული ეს ფრაზები. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ყველანაირად ცდილობენ, თუნდაც, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი რამენაირად დააკნინონ, სამაგიეროდ განადიდონ ბიძინა ივანიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებში. საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ ხოლმე, ანალოგიურად ავალდებულებენ მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი განათლების იმ მინისტრისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები