ზემო სვანეთის გზაზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, კლდის ჩამოშლის გამო, დღეს, დღის განმავლობაში აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.