,,ნიჭიერის” მეათე საიუბილეო სეზონის პირველი ნახევარფინალი დასრულდა. კონკურსანტებმა შოუს მსვლელობისას შთამბეჭდავი ნომრები შემოგვთავაზეს და ჟიურის ოვაციები დაიმსახურეს. მონაწილეებიდან ფინალში სამი რჩეული გადავიდა.
შოუს მსვლელობისას შემოსული ზარების რეკორდული რაოდენობის მიხედვით, ხალხის რჩეული გახდა ,,საბავშვო მუსიკალური სტუდია Art life”. რაც შეეხება დანარჩენ ორ ფინალისტს, ისინი ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. მათი გადაწყვეტილებით ფინალში გადავიდნენ ,,სუპერგმირი” ლუკა გამყრელიძე და მოცეკვავე სალომე გოგეშვილი.
ამაღელვებელი გამოდგა ლუკასთვის ფინალში გადასვლა, რომელმაც მისი სახელის გამოცხადებისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. სიხარულის ზღვა ემოციები გამოხატა ფინალში გადასულმა სალომემაც.
რაც შეეხება ,,ნიჭიერის” შემდეგ შოუებს, წინ კიდევ ორი ნახევარფინალი გველის. შემდეგ ეპიზოდს ,,რუსთავი 2″ მომდევნო სამშაბათს შემოგვთავაზებს.
რუსკა მაყაშვილი: „საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად არ მივიჩნევ!..“