LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერგმირის გამოჩენა: არაფერი ისეთი, უბრალოდ მარადონა ბრესტში ჩავიდა (ფოტო, ვიდეო)

62

მომხდარის რეალობას მაინც ვერ იჯერებ, თუნდაც ამას ფოტოზე ხედავდე.

ბრესტის „დინამოს“ ახალი თავმჯდომარე დიეგო მარადონა ბელარუსში ჩავიდა. აეროპორტიდან არგენტინელი პირდაპირ პრესკონფერენციაზე გაემართა.

„პირველ რიგში მადლობა დედას, რომელიც ახლა ზეცაშია. ის მგზავნის ყველა ნაბიჯზე.
მადლობა „დინამოს“ ამ შემოთავაზებისთვის.
თუ კარიერას ბრესტში დავამთავრებ, ალბათ, აქ საცხოვრებლად დავრჩები. ჩვენ ბევრს ვოცნებობთ. ბევრი გაგება მოგვიწევს. მიხარია, რომ ამ პრეზენტაციას ვესწრები. ხალხი, ვინც აქ იმყოფება, ეს დაიმსახურა“, – თქვა მარადონამ.

ბელარუსის ჩემპიონატის შუაწელს „დინამო“ მე-6 ადგილზეა.
გუნდის პირველი მატჩი წარუმატებელი გამოდგა. დიეგოს „დინამომ“ 1:3 წააგო „შახტიორთან“.

და მთავარი: მარადონა სტადიონზე მეფურად მიაბრძანეს.
სუპერგმირის დონის გამოჩენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები