LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი წარდგენა ჯანდაცვის მინისტრად ცალსახად არ განიხილება: თამარ გაბუნია

225
685448587

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მის წარდგენას გამორიცხავს.

“როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი განცხადება, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი”,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს.

“კოვიდის მართვა განსაკუთრებულ საჭიროებებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ საკითხების გადაბარება მოხდეს სწორად და არცერთ შემთხვევაში წყვეტა არცერთი მიმართულებით არ გვქონდეს. სხვა დანარჩენი არის მენეჯმენტისა და ადგილზე მოსაგვარებელი თემები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში თვის ბოლომდე უნდა გაკეთდეს ისე, რომ კოვიდის არცერთ მიმართულებას მართვის რისკები არ შეექმნას,“- განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები