LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს

81

გერმანიის მთავრობამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადებას ითვალისწინებს. „დოიჩე ველეს“  ინფორმაციით, დოკუმენტი განსახილველად ბუნდესტაგს გადაეგზავნება.

მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებიდან, მხოლოდ 0,6 პროცენტი დაკმაყოფილდა, ალჟირი მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს შეადგენს, მაროკოს – 4,1 პროცენტს, ტუნისის კი – 2,7 პროცენტს.

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანონის ამოქმედება ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის განაცხადების დამუშავების პროცესს დააჩქარებს და აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრაციულ ნაკადს შეამცირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g