რეპერმა მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი) ახალი კლიპიდან ამონარიდი სოციალურ ქსელში გააზიარა და თავის გამომწერებსა და შემოქმედების თაყვანისმცემლებს
მიმართა:
„აბა, როგორ იხალისეთ ახალ ვიდეოზე?
ჩემმა ბენდის ბიჭებმა და მთავარმა ოპერატორმა – გიორგი ჩეკურიშვილმა შესანიშნავად გააცოცხლეს ძველი „ორერას” ფაქტურა და 1960-იან წლებში გადაგვისროლეს“.
აღსანიშნავია, რომ კლიპში რეპერს ძლივს იცნობთ. მან კლასიკური პიჯაკი და ულვაშები მოირგო. მან ამჯერად შავ-თეთრ ვიდეორგოლზე გააკეთა არჩევანი.