მსახიობ ნანუკა გულუას მეუღლე, კახა კაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი რჩეულის შესახებ საუბრობს. წყვილი სამი თვის წინ დაქორწინდა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი ეგონა და როგორი აღმოჩნდა „ჩემი ცოლის დაქალების“ დოჩი სინამდვილეში, მისი მეუღლე ასე პასუხობს:
ფოტოები: მოგზაურობიდან დაბრუნებული ნანუკა გულუა დუბაიში გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს
„ნანუკა აუტანელი მეგონა, სულ უკმაყოფილო და მოჩხუბარი (იცინის). რეალურად კი იმდენად საპირისპირო ხასიათი აქვს, რომ ვინც პირადად არ იცნობს, წარმოდგენაც კი გაუჭირდება. თავიდანვე ძალიან კარგად გავიგეთ ერთმანეთს და პირველი დღიდან მოყოლებული დღემდე ერთხელაც კი არ გვქონია კონფლიქტი.
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მისი პერსონაჟის შესახებ ვიცოდი. ვერ ვიტყვი, რომ სულ ვუყურებდი, მაგრამ მონაკვეთები მქონდა ნანახი მისი მონაწილეობით და იქ სულ ვიღაცას ეჩხუბებოდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო და ალბათ, ამიტომაც არ მინდოდა მისი გაცნობა…
დასაწყისში არც ერთს არ გვქონდა წარმოდგენილი, სადამდე შეიძლებოდა მისულიყო ეს ყველაფერი. ურთიერთობა ნარდის თამაშით დავიწყეთ და ოჯახის შექმნით დავასრულეთ (იცინის).
ნანუკამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ახლა ცხოვრების სხვანაირი ხალისი მაქვს. უფრო დიდი იმედით ვიძინებ და ვიღვიძებ…“