LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „18 წლის ასაკში გააჩინა…ან ახლა უნდა მოვიკლა თავი ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო“ – რას გვიყვება ნანუკა გულუა თავის ძმაზე

392
2026-05-25_00-44-41_767281

მსახიობი ნანუკა გულუა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ნოე სულაბერიძის“ გადაცემას სტუმრობს.

გადაცემის ეთერში ნანუკა გულახდილად საუბრობს მის ცხოვრებაში მომხდარ და მიმდინარე რთულ პერიოდებზე.  

„ბავშვები ვიყავით, როდესაც ჩვენი ძმის არსებობის შესახებ გავიგეთ. მამისთვის ამ კითხვის დასმა ვერ გავბედეთ. ვეძებ ჩემს ძმას და დავიფიცე რომ მისი დედის ვინაობას არასდროს გავამხელ. ეს ქალი უნდა მენახა. მამაჩემი შვილს მთელი ცხოვრება ეძებდა, თუმცა ვერ იპოვა. მე კი მის დედასთან მისვლა მოვახერხე. ცხოვრებაში ასე არასდროს მინერვიულია, როგორც მასთან შეხვედრის წინ.

მან მომიყვა, რომ ჩემი ძმა 18 წლის ასაკში გააჩინა. 9 თვე მუცლით ისე ატარა, რომ არ იცოდა თუ ორსულად იყო. შემდეგ მისი შვილი არ მიიღეს. ვკითხე როგორ მიეცი ამის უფლება მეთქი და მითხრა, მაშინ ბავშვი ვიყავი, წინააღმდეგობა ვერ გავუწიეო.

ბავშვი მიჭირავს ხელში, შემოდის დედაჩემი ორ ქალთან ერთად, ამ ბავშვს მაგლეჯენ და მიყავთ. მაშინ არ მქონდა ის ძალა რომ შევწინააღმდეგებოდი ან რამე სხვა გზა მეპოვნაო. ან ახლა უნდა მოვიკლა თავი ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილაო… მან მეორე გზა აირჩია“, – ამბობს ნანუკა გულუა.

ვიდეო: „დედამიწის ზურგზე ვერავინ მათქმევინებს სალომეზე ცუდს“ – რატომ აღარ მეგობრობენ ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე

ვიდეო: „დიეტებით გავინადგურე ორგანიზმი… სერიალის კომენტარებში რომ წერდნენ, რა ლამაზი ქალიაო, ვერ ვხვდებოდი, ვისზე ამბობდნენ. ჩემთვის ეს კომპლიმენტი ძალიან უცხო იყო…“ – ნანუკა გულუა წონის შესახებ ბულინგზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g