LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირი მეკარე ისტორიაში: რონალდომ იუვენტუსს ყველა აბონემენტი გააყიდინა

43

„რომას“ მეკარე ალისონი „ლივერპულში“ გადავიდა.
რომაული კლუბი თავიდან 62.5 მილიონ ევროს მიიღებს. შემდეგ კი ინგლისელებს შეიძლება ბონუსების გადახდაც მოუწიოთ, ასე 10 მილიონის.

ამრიგად, ბრაზილიელი გახდა ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ფეხბურთის ისტორიაში.
მანამდე რეკორდი ჯანლუიჯი ბუფონს ეკუთვნოდა. ის „იუვენტუსმა“ 2001 წელს „პარმასგან“ დაახლოებით 52 მილიონ ევროდ იყიდა.

თუ ფუნტებში დავიანგარიშებთ, ალისონამდე ყველაზე ძვირი ედერსონი იყო, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 34,7 მილიონად „ბენფიკადან“ წაიყვანა.

 

„კარიესის“ მკურნალობა

იურგენ კლოპმა გერმანელ გოლკიპერ კარიუსს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომები ვერ აპატია და „რომადან“ ალისონი მიიყვანა.

 

 

ამასობაში იტალიაში რონალდო სასწაულების კეთებას უკვე შეუდგა.

„იუვენტუსმა“ მომდევნო სეზონის ყველა აბონემენტი გაყიდა.

კლუბმა პირველი ეტაპი ჩაატარა, რომლის დროსაც აბონემენტების შარშანდელ მფლობელებს შეეძლოთ ახლების შეძენა. 95%-მა ისევ იყიდა.

მერე ჩაეშვა თავისუფალი გაყიდვა კლუბის წევრთა შორის.
ყველა აბონემენტი ერთ დღეში გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ფასი 30%-ით გაიზარდა.

სულ 29 300 სეზონური ბილეთი გაიყიდა, „იუვეს“ შემოსავალმა 30 მილიონ ევროს მიუკაკუნა.

ბუმის სავარაუდო მიზეზს რა შეხსენება უნდა: გუნდში კრიშტიანო რონალდო მიიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები