LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები: იენს სტოლტენბერგი

123
111111111111111111111111111

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „ნატო“ აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განმარტებით, ნებისმიერ მომავალ აგრესიას რუსეთის მხრიდან მაღალი საფასური მოჰყვება და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები.

დღეს ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის სამხედროების მობილიზაცია უკრაინაში, მის გარშემო და მისი დესტაბილიზაციური აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. შევთანხმდით, რომ აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილება. ნებისმიერ მომავალ აგრესიას რუსეთის მხრიდან მაღალი საფასური მოჰყვება და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ალიანსები და რუსეთს არ აქვს ამ არჩევანის კარნახის უფლება. ჩვენ უარვყოფთ ევროპაში გავლენის სფეროების ნებისმიერ იდეას. ეს იდეები ისტორიას ჩაბარდა და ასე უნდა დარჩეს. ნატო გააგრძელებს პარტნიორების მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის საზღვაო მხარდაჭერით, ერთობლივი სწავლებებით და ინფორმაციის გაზიარებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g