ფილმი „ადამიანი ობობა: გზა უკან არ არის“ მიმდინარე კვირის მთავარი კინოპრემიერაა. ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა, ამჯერად კი მსახიობები ფილმის გადაღებებზე გადაცემებში საუბრობენ. პირველი ჯიმი კიმელის პოპულარული გადაცემაში ზენდაია გამოჩნდა, რომელიც პაპარაცებმა სტუდიაში შესვლის წინ გადაიღეს.
პრემიერის მსგავსად ზენდაია ამჯერადაც შოკისმომგვრელ ფორმაში იყო. ის ბრწყინავდა ოქროსფერი ძაფებით შექმნილ ტოპსა და თეთრ შარვალში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერაზე ზენდაია „ვალენტინოს“ ობობას ქსელის ეფექტებით დაპრინტული კაბით გამოჩნდა.