LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო წინ ვერ მიდის: გიორგი რუხაძე

72
unnamed

“ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ჩემი გადასახედიდან არაფერი არ ხდება. პროექტის დაწყებიდან უკვე 12 წელი გავიდა და დღეს, საქართველო წესით და რიგით უნდა ელოდებოდეს ევროპულ პერსპექტივას, თუმცა რეალურად ეს ყველაფერი უკვე დაყვანილია რაღაც მობილური ტარიფების აწევაზე და ვაჭრობის უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანაზე“,-ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო წინ ვერ მიდის.

კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება დღევანდელ სამიტზე: დავით ზალკალიანი

„ჩვენგან წარმოდგენილია ღარიბაშვილი და ევროპული პოლიტიკური სპექტრიდან რეალურად არავინ არ ხვდება მას. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო საერთოდ წინ ვერ მიდის.

რეალურად არც ასოცირებულ ტრიოზე არ საუბრობენ. საბოლოოდ დეკლარაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა აღმოსავლეთ პარტნიორობის, მაგრამ მე რაც ვნახე წინასწარ ვერსიაში უკვე ამ ქვეყნების გამიჯვნაც კი არ ხდება ერთმანეთისგან, საუბარია საქართველოზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე. აზერბაიჯანსა და სომხეთს უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმო ევროკავშირმა, ვიდრე საქართველოს.

ეს ჩემი აზრით სიგნალია, რომ სანამ საქართველო ვერ მოაგვარებს თავის შიდა პრობლემებს, სანამ ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება არალეგიტიმური ხელისუფლებით ბრიუსელში, რეალურად, ღარიბაშვილი ფაქტობრივად კეთროვანი ადამიანია და მას არანაირი წონა და ფასი არ აქვს იქ.

ახლა რაც ხდება ბრიუსელში, იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, არის სრული კატასტროფა საქართველოსთვის“,-განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი – შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე

mazda magti 5g