მეშახტეების ყველა მოთხოვნდა დაკმაყოფილდება და ყველა ის ხელმძღვანელი პირი, რომელთა გადადგომასაც მეშახტეები მოითხოვენ, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან – ამის შესახებ განცხადება ტყიბულის მერმა გააკეთა. ტყიბულში, მეშახტეთა აქციაზე ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე დღეს მივიდა.
მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან ჯამბულ ჯაყელთან, რომელმაც განუცხადა, რომ დღეს დაკმაყოფილებული იქნება მეშახტეთა მოთხოვნები და ის ხელმძღვანელები, რომლის გადადგომასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ, გათავისუფლდებიან თანამდებობიდან.
მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის გათავისუფლებას და მათ ადგილას პროფესიული კადრები დაინიშნვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, გამოძიებული იქნას შახტში, 2018 წლის 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები დაისაჯონ.