LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ვითვალისწინებთ თხოვნას და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა ტელევიზიებში, რადიოებსა და ონლაინ მედიაში მარტიდან ამოქმედდება

94
Untitled design - 2021-12-17T113059.035

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომ გათვალისწინებულია ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა ტელევიზიებში, რადიოებში და ონლაინ მედიაში მარტიდან ამოქმედდება.

საკითხს  დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იხილავენ.

როგორც ირაკლი ზარქუამ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, რეკლამის განთავსების აკრძალვა პირველ მარტამდე გადაიწევს რადიოებთან მიმართებაშიც.

„ზოგადად საგადასახადო ონლაინ რეგულაცია პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო რეკლამის განთავსების აკრძალვამ პირველ მარტამდე გადაიწია მათ შორის რადიოებშიც.  პირველ მარტამდე რეკლამის განთავსება შესაძლებელი იქნება რადიოებში და ონლაინ მედიაში.

ასევე შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ ბეჭდურ მედიას, მაგალითად „ლელოს“ პირველ მარტამდე განათავსოს აზარტული თამაშის რეკლამა“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ „ფორტუნასთან“ საუბარში.

ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ ტელევიზიები ამ ვადის გადაწევას სექტემბრამდე ითხოვდნენ, ზარქუა აცხადებს, რომ ერთია მათი სურვილი და მეორე ოპტიმალური ვადა, ოპტიმალურ ვადად კი მარტის თვე შეირჩა.

„პირველი მოსმენის შემდეგ იცით, რომ გამოითქვა გარკვეული ტელევიზიებიდან სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, რადგან უნდა გადაეწყოს ტელევიზიებიც ამ ახალ რეალობაზე, აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ და რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზებისთვის მარტიდან ამოქმედდება.

ეს არის მეორე მოსმენისთვის ცვლილება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, ეს ვადა არის საკმარისი, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის შემოსავლის წყაროების შეზღუდვა: სალომე სამადაშვილი აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტზე

ანდრია ჯაღმაიძე: იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალული იყოს

თურნავა: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების ხარჯზე გაიზარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g