LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული” – დადასტურდა, თუ არა საქართველოში “ომიკრონის” შტამი

839
252441160-0-39-1024-615-1920x0-80-0-0-3cb02c77a96c4ad8973719a7bc526222

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ “ომიკრონს” ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში.

მისივე თქმით, საქართველოში “ომიკრონის” გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება თუმცა, ლუგარის ლაბორატორია კიდევ 2 საეჭვო შემთხვევას ისევ იკვლევს.

“ომიკრონი” შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა “ომიკრონისთვის” დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო “დელტა” ან “დელტა პლუსი”. არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g