გასულ ღამით, ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, 18 დეკემბერს, საღამოს 8-დან 9 საათამდე პერიოდში თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაჭრას წინ უძღოდა დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის.