LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წელს, ექსკლუზიურ ბრენდებზე სოლიდური ფასდაკლებით მივულოცავთ ჩვენს მომხმარებელს დღესასწაულებს” – „ავერსის“ საახალწლო აქციები და სიურპრიზები

27
4-2020-12-21-08-12-11-441661-1024x683

გადაცემის Live

17 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” სააფთიაქო ქსელის “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის სიახლეებსა და საახალწლო სიურპრიზებზე ისაუბრა.

– ლალი, როგორ ხვდება “ავერსი” დამდეგ 2022 წელს და რა საახალწლო სიურპრიზებს უმზადებს მომხმარებელს?

– წელს, ექსკლუზიურ ბრენდებზე სოლიდური – 50%-60%-იანი ფასდაკლებით მივულოცავთ ჩვენს მომხმარებელს დღესასწაულებს. კოსმეტიკურ ბრენდებზე 17 დეკემბრიდან, საბავშვო პროდუქციაზე კი, 20 დეკემბერიდან დაიწყო ფასდაკლება. ამასთანავე, კიდევ ერთ აქციას ვგეგმავთ – 20 ლარის შენაძენს მომხმარებელი ფასდაკლებით და საჩუქრით მიიღებს,  რომელსაც თვითონ აირჩევს ჩვენი ნუსხიდან.

– რამდენადაც ვიცი, ცოტა ხნის წინ სოციალურ საწარმოსთან “ბაბალესთან” გადაწყვიტეთ თანამშრომლობა და ერთობლივი საჩუქრები მოუმზადეთ მომხმარებელს,

– ძალიან ვამაყობ ჩვენი კომპანიით, რადგან “ავერსი” ყოველთვის მთელი გულით იყო ქველმოქმედებაში ჩართული და ახლაც სიამოვნებით აგრძელებს კეთილი საქმის კეთებას. თანამშრომლობის იდეა მორიგ აქციაზე ფიქრისას მოგვივიდა, როცა ახალი წლის დღეებში მომხმარებლისთვის სიმბოლური საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტეთ. ძალიან რთული აღმოჩნდა უნივერსალური სუვენირის მოფიქრება, რომელიც ყველას ერთნაირად გაახარებდა. უამრავი კომპანიის შეთავაზება მივიღეთ, ერთ-ერთი კი, “ბაბალე” იყო, რომელიც ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებდა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საწარმოში მხოლოდ ის ბავშვები საქმიანობენ, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდება. არაჩვეულებრივი, ძალიან თბილი ბავშვები არიან და საოცარი მონდომებით მუშაობენ საახალწლო სუვენირების შექმნაზე. 29-31 დეკემბრის აქციაზე კი, სწორედ მათ ნამუშევრებს ვუსახსოვრებთ იმ მყიდველებს, ვინც 50 ლარის ღირებულების ნებისმიერ პროდუქტს შეიძენს. ვფიქრობ, ამგვარი აქციით, არა მხოლოდ ჩვენი კომპანია გამოიჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას, არამედ ჩვენი ათასობით მყიდველიც, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან კმაყოფილი დარჩებიან ამგვარი საჩუქრით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები