საბერძნეთის ტყის ხანძარმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ის კოსმოსიდანაც ჩანს. ხანძრის ზედხედის ამსახველი ფოტო თანამგზავრმა Sentinel 2 გადაიღო.
ხანძრის ძირითადი კერაა საკურორტო ქალაქ კინეტაში, ასევე რთული მდგომარეობაა ქალაქ რაფინაში, პიკერმში, მატიში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 81 ადამიანია დაღუპული, 187 დაშავებული, მათგან 23 ბავშვია. უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

