“საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 ათას ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი 24 საათიანი წყალმომარაგების გარეშე ,” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა GWP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2013-17 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, ქსელების განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, წელს მიმდინარე სამუშაოებისთვის 230 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, შემდგომი 2 წლის განმავლობაში კი ეს თანხა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
მინისტრი თქმით 2020 წლის ჩათვლით, წყალმომარაგების ქსელს სხვადასხვა რეგიონში, 430 ათასი ახალი აბონენტი დაემატება.