LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ თბილისში გარდაცვლილია 15 ადამიანი – “თბილისი ენერჯი” მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციებით მიმართავს

894
BeFunky-collage (7)

5 დღე დარჩა 2021 წლის დასრულებამდე, უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია 15 ადამიანი მხოლოდ თბილისში. 2020 წელს გარდაცვლილია 12 ადამიანი, 2019 წელს კი 27 ადამიანი. შესაბამისად, ერთი ადამიანის სიცოცხლეც, რა თქმა უნდა, გასაფრთხილებელია, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ ისაუბრა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

გიორგი ლეფსვერიძემ განმარტა, რომ გაზის მოხმარებით გამოწვეული უბედური შემთხვევები ორ ნაწილად იყოფა.

„ეს არის გაზის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქება. გუშინ მოხდა ასეთი შემთხვევა გლდანში, სადაც მობინადრეს უყურადღებობის შედეგად დარჩა მოშვებული გაზქურა, რამაც შემდეგ გამოიწვია აფეთქება. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა.

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა – დაშავებულთა შორის 2 მცირეწლოვანია ბავშვია

მეორე – ეს არის თვითნებურად, ყოველგვარი წესების გარეშე დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი დანადგარები, იქნება ეს გამათბობელი, წყალგამაცხელებელი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ამონტაჟებს თვითნებურად დახურულ სივრცეში, საიდანაც ხდება ნახშირჟანგის გამოყოფა, რომელიც დაახლოებით, 2-3 წუთში იწვევს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალებას“,- აღნიშნა გიორგი ლეფსვერიძემ.

„თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს.

„მოვუწოდებთ, რომ იყვნენ ყურადღებით ჩვენი აბონენტები დანადგარებთან, ღამე უნდა გადაკეტონ, სახლიდან გასვლისას უნდა იყოს დაკეტილ მდგომარეობაში.უნდა გადაამოწმონ, რომ არ მოხდეს გაზის გაჟონვა და დაგროვება. მეორე გაზის გაჟონვა მოხდა და ოდნავ მაინც შეიტანა მოქალაქემ ეჭვი, რომ დგას გაზის სუნი, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ – 114-ზე.

ასევე, არცერთ შემთხვევაში დახურულ სივრცეში დასამონტაჟებლად არ შეიძინონ ღია წვის კამერიანი დანადგარები, ხოლო როდესაც ისინი შეიძენენ დახურული წვის მქონე დანადგარებს, რაც დაშვებულია, აუცილებლად მოგვმართონ – 240 40 04 და ჩვენი სპეციალისტების მიერ სრულიად უფასოდ გადამოწმდება აღნიშნული მონტაჟი.

სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი სტატისტიკა, რომ სადაც იყვნენ ჩაჭრილი აბონენტები, შემდგომი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 40%-მა ისევ თვითნებურად აღადგინა იგივე დანადგარი.

ამიტომ თუ ჩვენ მათ მხარი არ დაგვიჭირეს, არ გაიზიარეს ჩვენი მითითება და ეს სოციალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ ბოლომდე იმ მიზნის მიღწევას, რაც „თბილისი ენერჯიმ“ აიღო 2022 წლისთვის“,- განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ.

შეგახსენებთ, თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გაჟონვა გაუმართავმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

mazda magti 5g