57 წლის დიეგო მარადონა მეორედ აპირებს დაქორწინებას, მისი რჩეული კი, 28 წლის როსიო ოლივაა, რომელსაც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა უზარმაზარი ბრილიანტით დამშვენებული ბეჭდით, საკუთარ დაბადების დღეზე შესთავაზა ცოლობა.
„ბოლო დაბადების დღეს ავღნიშნავ გასათხოვარი ქალის სტატუსით. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა სიხარული ყველას გავუზიარო. დღეს სურვილი ჩავიფიქრე და მემგონი ამიხდა. მინდა დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრო დიეგოსთან ერთად!“ – აღნიშნა ოლივამ, რომელიც ადრე თავადაც პროფესიონალურად თამაშობდა ფეხბურთს, ახლა კი, სამოდელო ბიზნესითაა გატაცებული.
როსიომ და დიეგომ 2012 წელს გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა, ორი წლის შემდეგ დაშორდნენ, თუმცა მოგვიანებით წყვილი ისევ შერიგდა და მალე ქორწილსაც გეგმავს.