LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში სამშენებლო სამუშაოების დროს ამწე ჩამოვარდა და მანქანას დაეცა

82

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღთან, კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს ამწე, რომელშიც მუშები ისხდნენ გატყდა, ჩამოვარდა და იქვე მდგომ მანქანას დაეცა.

მანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მგზავრები. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g