ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნა 95 000 000 ლარი იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტი, ხოლო მაქსიმალური 7,160 პროცენტით განისაზღვრა.