საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის ატიკას რეგიონში ცეცხლის ხუთი კერის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.
ხანძარი აღნიშნულ რაიონში, 26-დან 31 ივლისამდე რამდენჯერმე გაჩნდა.
35 წლის საბერძნეთის მოქალაქე სასამართლოს წინაშე უახლოეს ხანში წარდგება.
შეგახსენებთ, ატიკას რაიონში მდებარე ქალაქ მატიში 23 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 190 დაშავდა.