LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ მოპარული Nissan უსადენო ყურსასმენის დახმარებით იპოვა

51
airpdsnews

ილინოისის შტატში მძარცველებს საშობაოდაც არ დაუსვენიათ. ადგილობრივი გამოცემის The Register Mail-ის ინფორმაციით, დაახლოებით 10 საათისთვის პოლიციაში დარეკა მამაკაცმა, რომელიც ირწმუნებოდა რომ 2014 წლის Nissan Frontier მოჰპარეს. ქურდობის დროს მძღოლი წვეულებაზე ერთობოდა და გასაღები მანქანაში დატოვა. საბედნიეროდ, მან მანქანაშივე დატოვა AirPods-ის ყურსასმენიც, რომელიც საბოლოო ჯამში ავტომობილის პოვნაში ძალიან დაეხმარა.

ქურდის პოვნა დიდი პრობლემა არ აღმოჩნდა, პიკაპის მფლობელმა აიფონის აპლიკაცია Find me გახსნა, ეს აპლიკაცია Apple-ის მოწყობილობების გეო-ლოკაციას აჩვენებს. პროგრამის დახმარებით გაირკვა, რომ Frontier არც თუ ისე შორს, პარკინგზე იყო გაჩერებული. პოლიცია ადგილზე მივიდა და ავტომობილი უვნებელი ნახა, დაიკარგა თუ არა რამე სალონიდან არ ზუსტდება, თავად Airpods-ებისთვის ქურდს ხელი არ უხლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g